Tuesday, October 13, 2009

შემოქმედებითი თარგმნა

პროექტის სახელი: შემოქმედებითი თარგმნა

პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან საკუთარ ქალაქში მოღვაწე პოეტებს.

პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ საკუთარ ქალაქში მოღვაწე პოეტების კრებულებს, გაეცნობიან მათ, ამოირჩევენ მათთვის სასურველ ლექსებს და თარგმნიან ინგლისურად. მათ თარგმანებს შეაფასებს ჟიური, სხვადასხა სკოლის 4 ინგლისურის პედაგოგი, საუკეთესო ნამუშევარი შევა კრებულში, სადაც იქნება პოეტის მოკლე ბიოგრაფია, მისი ლექსები ქართულად და ინგლისურად. პროექტში მონაწილე მოსწავლეები სპეციალურად მოწყობილ საღამოზე წაიკითხავენ მათ ლექსებს და წიგნს საჩუქრად გადასცემენ პოეტებს.

მონაწილეთა ასაკი:15-16წელი

ვადები|ხანგრძლივობა: 3თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება,პოეზიის გაცნობა,თარგმნა, წიგნის შექმნა და გამოშვება,ბლოგის შექმნა.

მოსალოდნელი შედეგები|პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ლექსების კრებული, კედლის გაზეთი, ფოტო ალბომი, ვიდეორგოლი,ბლოგი.

სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან საკუთარ ქალაქში მოღვაწე პოეტებს, მათ შემოქმედებას.

სამუშაო ენა: ინგლისური

საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან , ეროვნულ სასწავლო გეგმასთან :

ისტ. :იღებენ ფოტოებს, იყენებენ ვიდეოკამერას,მასალები შეაქვთ კომპიუტერში, ქმნიან ბლოგს.

პროექტის ფასილიტატორი: ნინო წერეთელი, ხაშურის #1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი.

ფასილიტატორის ელფოსტა:ntsereteli1@gmail.com